Pink floyd-ინგლისური როკ-ჯგუფი,რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში.
მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით,ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით. Pink floyd მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია.მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში.
თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები:
როჯერ უოტერსი
ნიკ მეისონი
რიჩარდ რაიტი
სიდ ბარეტი
დევიდ გილმორი
სიდ ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი- „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი pink floyd-ს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა. ხოლო გიტარისტი და ვოკალისტი - დევიდ გილმორი.
ამ შემადგენლობით pink floyd-მა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.
გავლენა და ჯილდოები
ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 200 მილიონზე მეტი ასლი. მათ შორის, 74.5 მილიონი - აშშ-ში. 1991 წლიდან გაიყიდა Pink floyd-ის 35.8 მილიონი დისკი.
გამოცემის Sunday Times მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის უმდიდრეს პიროვნებათა სიაში როჯერ უოტერსი 657-ე ადგილს იკავებდა (85 მილიონი ფუნტით), დევიდ გილმორი - 742-ს (79 მილიონი ფუნტით), ხოლო ნიკ მეისონი - 1077-ს (50 მილიონი ფუნტით)
მრავალი მუსიკოსი მოექცა ჯგუფის გავლენის ქვეშ. დევიდ ბოუისათვის სიდ ბარეტი ძირითად შთაგონებად იქცა. მოზარდობისას გიტარისტ ეჯის მიერ პირველი პედალი შეძენილი იქნა ალბომ Animals-ის პირველი ჰანგების მოსმენის შემდეგ. ჯგუფ მარილიონი გიტარისტ სტივ როზერის აღიარებით, Wish You Were Here მისთვის ძირითადი შთაგონების წყარო იყო. სხვა ჯგუფებს შორის, რომლებიც Pink floyd-ის გავლენის ქვეშ მოექცნენ, იყვნენ: Foo Fighters, Dream Theater, Porcupine Tree, Tool, Queensryche, Scissor Sisters, Rush, Radiohead, Gorillaz, Nine Inch Nails, Primus, მარს ვოლტა და სმეშინგ პამპკინსი. ზოგიერთი მათგანის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული იქნა ჯგუფის სიმღერების ქავერ ვერსიებიც.
Pink floyd ნომინირებული და გამარჯვებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოებაზე. ტექნიკურ ჯილდოებს შორის არის საუკეთესო ხმის ინჟინერი. (The Wall, 1980) BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის (გადაეცა უოტერსს) და საუკეთესო ჟღერადობისათვის (გადაეცა ჯეიმზ გათრის, ედი ჯოზეფს, კლაივ ვინტერს, გრემ ჰარტსტოუნს და ნიკოლას ლე მესურიეს, ფილმისათვის პინკ ფლოიდი: კედელი (1982) 1995 წელს ჯგუფს გადაეცა გრემის ჯილდო საუკეთესო ინსტრუმენტული როკ-კომპოზიციისათვის (Marooned) 2008 წელს პინკ ფლოიდს გადაეცა პრესტიჟული ჯილდო Polar Music Prize, მათ მიერ თანამდროვე მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის. ეს ჯილდო როჯერ უოტერსმა და ნიკ მეისონმა მიიღეს შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავისგან. 1996 წლის 17 იანვარს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენროლის დიდების დარბაზში, ხოლო 2005 წლის 16 ნოემბერს - გაერთიანებული სამეფოს მუსიკის დიდების დარბაზში. 2010 წელს შედგა მათი შეყვანა ჰიტ აღლუმების დიდების დაბრაზში.
წყარო: wikipedia.com
No comments:
Post a Comment