ამადეო კლემენტ მოდილიანი (დ.12 ივლისი, 1884, ლივორნო-გ.24იანვარი, 1920)
იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ცნობილი მხატვარი,ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვნებათა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, მან გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები როგორებიცაა პაბლო პიკასო და კონტანტინე ბრინშუკი, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე. მოდილიანს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა დ ხშირად ავადდებოდა და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე პეიზაჟი. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომადგენლებს და იმ დროისათვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორებიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული. მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება...
ბავშვობა
ამადეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა,იტალია) ის იყო ყველაზე უმცროსი შვილი ოჯახში(მეოთხე). 11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით, 1908 წელს კი-ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება მხატვრის სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა, რათა შეესწავლა ფერმწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.
წყარო: wikipedia.org
ჟანა ჰებუტერნი
1918 წელს ამადეო მოდილიანმა გაიცნო 19 წლის სტუდენტი ჟანა ჰებიტერნი, რომელიც მუზა გახდა მხატვრის ცნობილი შედევრებისა. 1918 წლის 29 ნოემბერს მათ ქალიშვილი ეყოლათ... მოდილიანის ნახატები სხვადასხვა გამოფენებსაც ამშვენებდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ 1920 წლის იანვარში ის ტუბერკულიოზით არ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დროს ჟანა მეორე ბავშვზე იყო ორსულად, თუმცა როგორც ცნობილია მან ვერ გადაიტანა მოდილიანის სიკვდილი, ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა...
ამადეო მოდილიანი თავისი განკაკუთებული სტილით გამოირჩოდა.. მისი ნახატების ამოცნობა ყოველთვის მარტივია, რადგან დამახასიათებელია არაპროპორციულობა ადამიანის სხეულისთვის და დახვეწილი, თბილი ფერების პალიტრა. როგორც ყოველთვის ის სიკვდილის შემდეგ უფრო დააფასეს.. დღეს კი აღიარებული და პოპულარობით მხატვარია...
აღსანიშნავია ისიც, რომ მხატვარზე ფილმიც არის გადაღებული სახელად "Modigliani"
(მოდილანი). ფილმი ნამდვილად მძიმე საყურებელია.. დეტალურად არის აღწერილი მოდილიანის ცხოვრება.. მისი ხასიათი.. დადებითი და უარყოფითი მხარრეები.. საოცრად არის მიმსგავსებული ნამდვილ მოდილიანთან.. აღსანიშნავია ფილმის საუნდდრეკების, რომლებიც მართლად გულის ამაჩუყებელია..
ჟანრი: დრამა,ბიოგრაფია
გამოშვება: 18 მაისი 2004
რეჟისორი: მაიქ დევისი
სტუდია: ფრანს 3 სინემა, მედიაპრო ფიქჩერზი
სლოგანი: His passion was life, His obsession was art.
როლებში: ომიდ ჯალილი, ენდი გარსია,
სლოგანი: His passion was life, His obsession was art.
როლებში: ომიდ ჯალილი, ენდი გარსია,
ელზა ზილბერშტეინი.
allmovies.ge
No comments:
Post a Comment