- სრული სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი
- დაბადების თარიღი: 1926 წლის 1 ივნისი. ლოს ანჯელესი, აშშ
- გარდაცვალების თარიღი: 1962 წლის 5 აგვისტო. ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ (ნარკოტიკების გადჭარბებული დოზა)
ყველაზე განთქმული ქალ მსახიობთა შორის, მერლინ მონრო, როგორც ნორმა ჯინ მორტენსონი დაიბადა ლოს ანჯელესში.ის იყო ოქროს გლობუსის
მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი ჰოლივუდის ერთგვარი "ხატი" კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერლინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის "ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების" სიაში.
მერლინ მონრო16 წლის ასაკში ცოლად გაყვა 21 წლის თვითმფრინავის ქარხნის მუშას ჯეიმს დოგერტის. ქორწინება 4 წელს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მერლინმა დაიწყო მოდელობა და წარადგენდა საცურაო კოსტუმებს, თავისი ყავისფერი თმაც ქერად გადაიღება. მაშინვე მოექცა ხალხის თვალში და რამდენიმე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტიც გააფორმა. 1947 წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მერლინმა ფილმებში მიიღო მონაწილეობა. ის არც სამოდელო კარიერას ტოვებდა. არ წყდებოდა მისი გადაღება ფილმებში, 1962 წელს ფოქსმა ის კომედიური ფილმის მთავარ გმირად აირჩია, მაგამ მისი დასრულება ვერ მოხერხდა, მერლინი დაიღუპა, როდესაც მხოლოდ 36 წლის იყო...
მან სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ 30 ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება, მაგრამ მისი ლეგენდარული სახელი ისტორიას არასდროს ჩაბარდება...
საინტერესო ფაქტები:
- მერლინი იყო პირველი ქალი, რომელიც ჟურნალ ფლეიბოის გარეკანზე მოხვდა
- ბავშობაში იყო ქერა თუმცა, რომ წამოიზარდა თმა გაუმუქდა
- როდესაც მერლინი გარდაცვლილი იპოვეს მას ხელში ტელეფონი ეჭირა
- სამოდელო კარიერის დასაწყისში ის იღებდა მხოლოდ ხუთ დოლარს
- მას შესთავაზეს მონაკოს პრინცის ცოლობა
- ფიქრობდა, რომ მისი საუკეთესო მხარე იყო მარჯვენა პროფილი
- ატარებდა სათვალეს
- მისი ნამდვილი მამა იყო ჩარლს სტენლი გიფორდი
- იყო ჯეიმს ჰასპიელის კარგი მეგობარი
- ფილმში საუზმე ტიფანისთან მერლინის გადაღებას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ როლზე ოდრი ჰეპბერნი დაამტკიცეს
- მის შესახებ 600 წიგნი დაიწერა
- დედის მხრიდან ორი ძმა ყავდა. ერთ-ერთი 14 წლის ასაკში დაიღუპა
მისი რამდენიმე გამონათქვამი:
- მე ვიყავი კალენდარზე, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ დროში
- მე კარგად გამოვიყურები, მაგრამ არ ვარ ლამაზი
- მე ვცოდავ,მაგრამ არ ვარ ეშმაკი,
- მე კარგი ვარ, მაგრამ არ ვარ ანგელოზი
- როდესაც პატარა ვიყავი არავინ მეუბნებოდა, რომ ლამაზი ვარ, პატარებს ეს უნდა უთხრათ, თუნდაც არ იყვნენ ლამაზები მაინც
- ძაღლები არასდროს მკბენდნენ, მხოლოდ ადამიანები
- მე ნამდვილი ქალი ვარ და ეს მსიამოვნებს
- მე არ მინდა ფულის კეთება, მე უბრალოდ მინდა ვიყო გასაოცარი
- მე ძალიან ბევრი ფანტაზია მქონდა დიასახლისობასთან დაკავშირებით, მგონი თვითონ ვარ ფანტაზია
- უკეთესია უბედური იყო მარტო, ვიდრე სხვასთან ერთად
- მსახიობი არ არის მანქანა, მაგრამ მათ ამუშავებენ, როგორც მანქანებს, ფულის მანქანებს
- სიცრუეა ის, რომ მე არაფერი გამაჩნდა, მე რადიო მქონდა ჩართული
- ჰოლივუდი ის ადგილია, სადაც კოცნისთვის ათას დოლარს გიხდიან, ხოლო სულისთვის ორმოცდაათ ცენტს
მერლინი იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან " საფეხურებზე" ის სერიოზული როლებზე მუშაობდა. მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.
მერლინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის, პოლიციის ოფიცერს, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერლინის გარდაცვალების ადგილზე, სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს...
წყარო: wikipedia.com
No comments:
Post a Comment