Thursday, January 8, 2015

ქართველი მხატვრები და მათი შედევრები

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ.1862,სოფ. მირზაანი - გ. 1918, თბილისი)  ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.


                        


ფიროსმანაშვილის შემოქმედება გამოირჩევა ანიმალისტური ჟანრით(დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმილისტია) მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით გამოირჩევა "ირემი" , "ჟირაფი" , "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვა. ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიც და პერსონაჟებიც ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე მეორე", "გიორგი სააკაძე"


  • საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
  • 2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 00-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა. 
  • 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8 თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. 
  • 2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო-"დაჭრილი ჯარისკაცი" იპოვეს.  ტილოს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ იგი ორიგინალია. 
                                                ფიროსმანის შედევრები
                                  
                               აქტრისა მარგარიტა


                         ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან, ფიროსმანი 1906წ.


                                             წითელპერანგა მებადური


                                                  დათვი მთვარიან ღამეში


                                              სცენები სოფლის ცხოვრებიდან


                                              შველი ნუკრით წყალზე

                                               
ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი (დ. 18 მარტი, 1896, თბილისი-გ. 20 ივლისი, 1980, თბილისი)  20-ე საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეანტი (1966), პროფესორი.
                                           

                
მხატვრობისადმი ინტერესს ბავშობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის შესაძლებლოა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე...
1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზის "ლა ლიკორნის" გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა:"პარიზში ეს ყმაწვილი
კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას - დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად". 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს. ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს. 

                                                 შემოქმედება
                        







                                              ელენე ახვლედიანი
              
                                 ელენე ახვლედიანი და ლადო გუდიაშვილი

ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი (დ.5 აპრილი/18 აპრილი,1901, თელავი - გ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი(1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეანტი (1971).

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევიან. ასეთი სურათების ავტორი სითამამითა და ექსცენტრიულობით, ნოვატორული იდეებითა და მდიდარი ფანტაზიის მქონე გამორჩეული ქალბატონი გახლდათ.
                                        

როდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელენე ერთ დღეს მოკლედ შეკრეჭილი თმით გამოცხადდა და მთელი გიმნაზია შეძრა. ლამაზ და მოუსვენარ გოგონას უყვარდა კიბეების მოაჯირზე ჩასრიალება, არ იკლავდა თავს რევერანსებით, როცა სხვებისთვის ეს აუცილებელი იყო პედაგოგებთან შეხვედრისას. 

სახალხო მხატვრის დაბადების თარიღად ოფიციალურ წყაროებში 1901 წლის 18 აპრილია მითითებული, ნათლობის დოკუმენტში კი 1898 წელია დაფიქსირებული. მომავალი მხატვარი გაზაფხულისთვის უჩვეულოდ თოვლინ დღეს დაიბადა. მისი ახლობლები აპრილის ამ კაპრიზს ახვლედიანის ხასიათის არაორდინალურობას ადარებდნენ.

                                                  


                                                      შემოქმედება

                                                 










წყარო: wikipedia.com

No comments:

Post a Comment