Tuesday, January 6, 2015

ლონდონი

ლონდონი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს დასავლეთ ევროპაში ბრიტანეთის კუნძულებზე.
                                                         
  
მას მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი ირლანდია ჰყავს. ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ირლანდიის ზღვით, ჩრდილოეთის ზღვითა და ლა-მანშის სრუტით. ქვეყანა უკავშირდება საფრანგეთს ევროგვირაბით.


                                                            ზოგადი ცნობები:

                                                    დედაქალაქი: ლონდონი 

                                                    მთავრობა: საპარლამენტო მმართველობა 
                                                                        კონსტიტუციური მონარქია

                                                     მონარქი: ელისაბედ II

                                                     პრ.მინისტრი: დევიდ კამერონი

                                                     ვალუტა: ფუნტი სტერლინგი(GBP)

                                                      სატელეფონო კოდი: 44
                                                         





ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა სანახაობებით. მას სტუმრობს მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მდინარე ტემზა, რომელიც მიედინება ლონდონში არის ადგილი, საიდანაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მთელი ქალაქი.

პირველი, რომელიც შეიძლება აღინიშნოს არის Westminster Abbey-იგი მოქმედი ეკლესიაა, სადაც ყოველდღიურად ტარდება წირვები. 600 წლის განმავლობაში ეს არის ადგილი,სადაც გვირგვინს ადგავენ ინგლისის მეფეებსა და დედოფლებს და სადაც ასევე კრძალავენ მათ. ასე, რომ ეს არის ადგილი მონარქების მეფედ კურთხევისა და დაკრძალვის ადგილი. მონასტერი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ძეგლს. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც გვახსენებს თითქმის მილიონი ბრიტანელი ჯარისკაცის გარდაცვალებას პირველი მსოფლიო ომის დროს და ადგილი სადაც ბრინჯაოს სახელებითაა ამოტვიფრული მათი სახელები.




Piccadily circus არის პატარა სკვერი და მთავარი რის გამოც მას სტუმრობენ არის ეროსის ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და რომელიც სიყვარულის ღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში.

The house of parliament-მდებარეობა მდინარე ტემზას ნაპირებზე. იგი თარიღდება მე-XI საუკუნიდან, ხოლო მისი განახლება მოხდა 1850 წელს. იგი აშენდა რათა შეცვლილიყო ძველი შენობა, რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა ხანძრით 1834 წლის 16 ოქტომბრის ღამეს. The house of parliament- ის აღმოსავლეთ ნაწილში არის 100 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელზედაც უზარმაზარი საათი მდებარეობს. იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც Big Ben-ი და დაყენებულია 1858წელს.





ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია (მოსკოვისა და ტოკიოს შემდეგ) მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრანსპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი კი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით.

ლონდონი- ერთ-ერთი საოცნებო ქალაქი.
ის არის წამყვანი, გლობალური, თავისი ძლიერი ხელოვნებით,კომერციით,განათლებით,
გართობით, მედიით, ჯანდაცვით, მოდით, ფინანსებით, პროსესიული მომსახურებით, ტურიზმით და ტრანსპორტით.
            ლონდონი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიხედვით მე-5 უდიდესი ქალაქია.

                                

ლონდონში 43 უნივერსიტეტია, რომლებშიც უდიდესი კონცენტრაციაა უმაღლეს განათლებაზე. ეს უნივერსიტეტები ევროპაში ცნობილია. ლონდონში არის ისეთი უზრავი ქონებები, რომელთა ფასი ყველაზე ძვირია მსოფლიოში. 

                               


ლონდონში მრავალი ეროვნების, კულტურისა და რელიგიის ადამიანი ცხოვრობს და აქ 300-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. 2010 წლის მონაცემებით ლონდონში 7,825,200 ადამიანი ცხოვრობდა, რაც UK-ის მოსახლეობა 12.5%-ია. 

                                 

ლონდონი შეიცავს 4 მსოფლიო მემკვიდრეობას. ესენია: ლონდონის კოშკი, Kew ბაღი, (რომელიც მოიცავს ვესტმინსტერის სასახლეს და ვესტმინტერის სააბატოს), წმინდა მარგარეტის ეკლესია და ცნობილი გრინვიჩის ობსერვატორია.სხვა ღირსშესანიშნაობებია
ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი, Piccadilly circus, წმინდა პავლეს ტაძარი, კოშკი ხიდი, ტრაფალგარის მოედანი და ვემბლის სტადიონი. 

                                



წყარო: wikipedia.com


No comments:

Post a Comment