სიტყვა "მხატვრობა" მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაცყებული, თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე დაკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ კამათის საგანიც გამხდარა.
ფრანგი მხატვარი მანე ისე აღაშფოთა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული მოსაზრება და გემოვნება აქვს.
ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას. სხვების აზრით, მთავარი განწყობილებების და გრძნობების გადმოცემაა. ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათით ტკბობა სურთ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმპრესიონისტებს დებატები ჰქონდათ. მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ცხოვრების სცენების ხატვა იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა.
დიდი მხატვრების შედევრები
ლეონარდო და ვინჩი
მონა ლიზა (ასევე ცნობილი როგორც ჯოკონდა)-
ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში.მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს, გამოფენილია ლუვრში.(პარიზი,საფრანგეთი)
ვინსენტ ვან გოგი
"მზესუმზირები" - ვინსენტ ვან გოგის ნახატების ორი ციკლი. პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს. იგი ეძღვნება მწოლიარე ყვავილებს. მეორე სერია დაიწერა ერთი წლის შემდეგ, ქალაქ არლში. მეორე სერია ეძღვნება მსეზუმზირის ბუკეტებს ლარნაკში.
"გერნიკა" - პაბლო პიკასოს ნამუშევარი, დახატულია 1937 წელს ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის შეკვეთით, რათა გამოეფინათ იგი 1937 წლის საერთაშორისო ექსპოზიციაზე.
"ვენერა" იტალიელი ფერმწერის სანდრო ბოტიჩელის ნაწარმოები. ტილო რენესანსის ეპოქაში შეიქმნა და დღეს ფლორენციის მუზეუმშია დაცული.მასზე ასახულია ვენერას დაბადება. ჰესიოდეს თანახმად იგი ზღვის ქაფისაგან იშვა კვიპროსზე. თვით ქალღმერთი დგას ნიჟარაში, რაც მის ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებს. მარცხენა ფლანგზე ჩვენ ვხედავთ ზეფიოზსს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ნიჟარას უბერავს.
No comments:
Post a Comment