Tuesday, January 20, 2015

უხმო კინოს მეფე- ჩარლი ჩაპლინი

"მე ანგელოზი არ ვყოფილვარ,მაგრამ მუდამ ვცდილობდი,ადამიანი ვყოფილიყავი,ეცადე შენც..."


                             დაიბადა: ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, 4 აპრილი, 1889, უოლვორთი
                                                 ლონდონი, ინგლისი
                              გარდაიცვალა: 25 დეკემბერი, 1977 (88 წლის) ვევე, შვეიცარია
                              საქმიანობა: მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი
                                                   სცენარისტი, კომპოზიტორი
                              ოსკარი: საუკეთესო ორიგინალური მუსიკა
                                             1972- რამპის ჩირაღდნები

კინოს განვითარების ყველა ეტაპზე იყვნენ გენიოსები, რომლებიც მათ ხელთ არსებული საშუალებებითაც ახერხებდნენ ხელოვნების შედევრების შექმნას, პირველ მსოფლიო ომამდე ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავთაგანი კომედიური მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი იყო. კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. "პარიზელ ქალში"  გმირის ფსიქოლოგია მეტად ფაქიზი შტრიხებითაა გახსნილი." მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ." ..."დიახ, ეს ჩარლი ჩაპლინია... ჩაპლინი, რომელიც 1915 წელს შემოიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოიტანა კომედია, ღიმილი და ნუგეში, და ეს იმ დროს, როდესაც სამყარო პირველი მსოფლიო ომის დამო იხლიჩებოდა. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისთვის- მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

                       


                                   ^რამდენიმე ფაქტი^
  • ჩარლი ჩაპლინი სიმაღლე 165 სანტიმეტრი, ხოლო წონა 60 კილოგრამი გახლდათ
  • იგი ცაცია იყო და ვიოლინოსაც მარცხენა ხელით უკრავდა
  • მისი სამსახიობო მოღვაწეობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო, უფრო ადრეულ ასაკში ვიდრე წერა-კითხვას ისწავლიდა
  • სპორტის სახეობებში ყველაზე გამორჩეული ადგილი კრივს ეჭირა, ხოლო ცეკვებში ტანგოს დიდი მოტრფიალე გახლდათ და შესანიშნავადაც ასრულებდა ამ ცეკვას
  • ჩარლი ჩაპლინმა აბსოლუტურად ყველა მისი აქცია ამერიკაში 1928 წელს გაყიდა, ეს გახლდათ დრო, როდესაც ამერიკაში "დიდი დეპრესიის" ხანა იწყებოდა
  • ერთადერთი ტრამვა, რომელიც მან ფილმის გადაღების დროს მიიღო გახლდათ ფილმი " წყნარი ქუჩა"
  • ჩარლი ჩაპლინი 28 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის მილდრედ ჰარისზე. 35 წლის ასაკში დაქორწინდა 16 წლის ასაკში ლიტე გრეიზე. 44 წლის ასაკში დაქორწინდა 19 წლის პოლეტ გოდარზე. 54 წლის ასაკში იქორწინა 18 წლის უნე ო'ნილზე და მასთან მისი მერვე შვილი 72 წლის ასაკში შეეძინა
  • ჩარლი ჩაპლინი გარდა იმისა, რომ უდიდესი მსახიობი გახლდათ, იგი საკმაოდ კარგი მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. მის ფილმებში არაერთი კომპოზიცია თვითონ დაწერა
  • 1975 წელს ჩარლი ჩაპლინს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II-ემ, რაინდის ტიტული მიანიჭა 


ჩარლის მშობლები- მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინ უფროსი და დედა- ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის მსახიობები იყვნენ. სწორედ, მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.  როდესაც ჩარლი 1 წლის იყო მისი მშობლები გაიყარნენ და ჩარლის ერთადერთი პატრონი დედა იყო. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა. სწორედ ამ დრამატულ შემთხვევასთანაა დაკავშირებული ჩარლის სასცენო "ნათლობა". "მახსოვს, კულისებში ვიდექი, ხმა რომ წაუვიდა დედაჩემს." დარბაზში ხარხარი ატყდა და დედა იძულებული გახდა, სცენიდან გასულიყო.  პუბლიკა არ ცხრებოდა და დარბაზის დირექტორმა, რომელსაც ადრე ნანახი ჰქონდა პატარა ჩარლის ოინბაზობა, ხალხის დასაწყნარებლად ბიჭს ხელი წაავლო და სცენაზე ისროლა. "ხელადვე დავიწყე მაშინდელი პოპულარული სიღერა. ჯერ შუაზე არ ვიყავი მისული, რომ დარბაზიდან სცენაზე სეტყვასავით წამოვიდა მონეტები. სიმღერა შევწყვიტე და ხალხს მივმართე: მოდი, ჯერ ამ მონეტებს მოვკრებ და მერე გავაგრძელებ სიმღერას-მეთქი... ასეთი გახლდათ ჩემი პირველი და დედაჩემის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე." მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინის ფსიქიური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით თავშესაფარში მიაბარეს. "თითქმის ერთი წელი დავრჩით თავშესაფარში, ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო წელი. სწავლას შევუდექი და ჩემი გვარის დაწერა ვისწავლე- "ჩაპლინი". მოჯადოებული ვიყავი ამ სიტყვით, თითქოს, მართლა მე მგავდა". 
  
                               


მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ, პატარა ჩარლი ფულის საშოვნელად ესტრადებზე გამოდიოდა, მეეტლედაც მუშაობდა ქუჩაში და ხანდახან უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა. 14  წლისამ, როგორც იქნა თეატრალურ ჯგუფში დაიწყო მუშაობა. სკეტჩში "საფოსტო კანტორა": ჩარლიმ მთელი თავის უნარი გამოავლინა, რადგან ეს გადაწყვიტავდა თეატრში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს. თუ დირექტორი დაიწუნებდა მთელ ოჯახს კვლავ შიმშილი ელოდა.  სულ მოკლე ხანში თავად მოიპოვა რეჟისორის უფლება და ამგვარად მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. 1914 წლის, მაისში გადაიღო "წვიმაში მოხვედრილი".  ეს იყო ჩარლის პირველი საავტორო ფილმი.
   
                          

1903 წელს ჩარლიმ თეატრში დაიწყო მუშაობა. აქ მიიღო პირველი როლი სპექტაკლში "შერლოკ ჰოლმსი". 
1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა- იგი მსახიობის როლს იღებს ფრედ კარნოს-ის დასში, რომელთანაც ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება აშშ-ში. 
პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინის არის "The Great Dictator" რომლის პრემიერაც 1940 წლის 15 ოქტომბერს შედგა... ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ნამუშევარია, სადაც ის მონაწილეობას იღებს, როგორც ღატაკი და მაწანწალა ...1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა მემუარები, რომლის საფუძველზეც 1992 წელს შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი "Chaplin". 

                             





ჩაპლინმა თავის ფილმებში და შემოქმედებაში უარყო სრული ბოროტება და პირწმინდა სიკეთე. ისინი ერთ მთლიანობაში მოაქცია, თუმცა კონტრასტები ერთდროულობის გარდა დანაწევრებულიცაა, მაგალითად "დიდ დიქტატორში" ჰენკელი ინფანტილური ბოროტებაა, დალაქი კი შეშინებული სიკეთე, ჩაპლინის შემოქმედება ქმნის კონტრასტს პრეტენზიასა და სინამდვილეს შორის, თუმცა მერე პრეტენზიიდან სინამდვილეზე, გამომეტყველებიდან კი შინაარსზე გადადის.  მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65-წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრება ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. მანდ ერთმანეთზე მიყოლებით სამი ცოლი გამოიცვალა, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არცერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, თუმცა სულ სხვა იყო უნა ო'ნილი. 
ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში...

                            

წყარო: wikipedia.com

No comments:

Post a Comment